00:23 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 13:23:35, 712 ნახვა

კომენტარი
ბექა მიქაუტაძე: მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და იმედი მაქვს, ცენტრალური მილების აღდგენა მოხდება

„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და იმედი მაქვს, გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა“, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დიღომში, ცენტრალურ მილზე მომხდარი დაზიანების  კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს უკვე მეორე ფაქტია საბურთალოს რაიონში, როდესაც ცენტრალური მილის დაზიანება დიდ ზარალს იწვევს.

ბექა მიქაუტაძის განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სანიაღვრე არხი, თუმცა მიმდინარე მშენებლობის გამო ასფალტის საფარის დაგება ვერ ხერხდება, რაც სანიაღვრე არხის მუშაობის შეფერხებას იწვევს.

„წყლის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, მას სანიაღვრე არხები ისედაც ვერ გაატარებდა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ აქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ასფალტის დაგებასაც აზრიც ეკარგება. სანიაღვრე არხის სრულყოფილად ფუნქციონირებას ასფალტ-ბეტონის საფარის არარსებობაც უშლის ხელს. ამჟამად სარდაფებიდან ამოტუმბული წყალი სანიაღვრე არხებში ჩაედინება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება ავტომანქანების დაზიანებას, ბექა მიქაუტაძის თქმით, მას საუბარი ჰქონდა GWP-ს ხელმძღვანელობას და კომპანია მზად არის, ზარალისადაზღვევო კომპანიის მეშვეობით აანაზღაუროს.

„ჩვენ ამხანაგობის თავმჯდომარეებსაც გავესაუბრებით და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით მოსახლეობას“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

მისივე თქმით, გასკდა 1400 მილიმეტრიანი ცენტრალური მილი. ძლიერი წნევით ამოიღვარა დიდი რაოდენობის წყალი, რამაც დააზიანა მანქანები და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. სამაშველო სამსახურები და GWP-ს თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ და მილი უახლოეს პერიოდში აღდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics