საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს.
„როგორც სამშობლო არ იშლება, ისევე არ იშლება „ნაციონალური მოძრაობა“,-ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშიგტონიდან ჩართვისას, ყრილობის სხდომაზე განაცხადა.
ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-7 ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ოლიგარქული რეჟიმი, რომელიც დამყარდა საქართველოში ცდილობს, რომ დღეს წაგვართვას შანსი ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე, ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:
„ჩვენ ვერ შევეგუებით იდეას, რომელიც გვთავაზობს, რომ „საქართველო ხომ პატარა სოფელია, დიდ მოთამაშეებს შორის ნუ გავირბენთ“, ეს იდეოლოგია ჩვენთვის მიუღებელია“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თქვენ აძლიერებთ პარტიას, მიშას და ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ", - ასე მიმართა სანდრა რულოვსმა „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის მონაწილეებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარესა და მის ორ მოადგილეს აირჩევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის და ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს შეხვედრაზე ყველაზე მეტი ყურადღება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესს დაეთმო.
ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს.
„ახალი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის მაქსიმალური შედეგი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გაზპრომის ხელშეკრულების გაფორმება, არის მძიმე დარტყმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და მოქალაქეების კეთილდღეობას ზიანს აყენებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
„ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები, საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ დაკავშირებით გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებაა მიღებული.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More