„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცილისწამება. მან ან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი ან დაასახელოს ინფორმაციის წყარო“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ომბუდსმენმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა.