„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო საერთოდ აღარ არსებობდეს. ამასთან, როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არის მცდელობები, პრეზიდენტის ფუნქციების ყველა მიმართულებით მინიმუმამდე დაყვანის.