პრეზიდენტი: ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“
"ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და ვაკონტროლებ გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილიაუნიში სტუდენტის კითხვას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხებოდა.