გომელაური: პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან, ისრაელთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან, ევროსაბჭოსთან, ეუთო-სთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან.