23:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 20:01:32, 6721 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ირაკლი ყიფიანი: მიმიფურთხებია იმისთვის, ვინც მეუბნება, რომ გეორგიევსკის ბაფთა არ უნდა გავიკეთო

მიმიფურთხებია იმ ადამიანისთვის, რომელიც ამბობს, რომ ფაშიზმზე გამარჯვება არ უნდა აღვნიშნოთ და ვიღაცებს მოუწოდებს აქციისკენ, - ამის შესახებ "საქართველო-რუსეთის ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანმა განაცხადა.

როგორც ყიფიანმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, საზოგადოების ნაწილში არსებული პროტესტის მიუხედავად, 9 მაისს, რუსი ბაიკერების ჩამოყვანას მაინც აპირებს.

"არაფერი არ იცვლება. დიდი წვალებით მოპოვებული სახსრებით გაკეთდა ყველაფერი. ქართველი ბიზნესმენებისგან მიღებული თანხები დევს და აქ არანაირი რუსული ფული არ ტრიალებს. საქართველოში რატომ არ უნდა ვიზეიმოთ 9 მაისი?! თუ შევატყე, რომ იქნება იმის საფრთხე, რომ სადმე მოვარდნენ და ამ ხანში შესულ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენონ, რადგან პატივისცემა რა არის არ იციან, მე არ ვიქნები ამ მარაზმის მონაწილე. არც ჩუმად მინდა რამის გაკეთება. არ მინდა მოწვეულმა სტუმრება იფიქრონ, რომ საქართველოში ფაშიზმი გავიდა. არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ საქართველოში ხალხი გადაგვარდა. ქვეყნის იმიჯს ისე ვასწორებ, რომ ამაში კაპიკ ფულს არ ვიღებ. არც იმ რუსეთში გასაფრენ ბილეთს მყიდულობს, რომელიმე სამინისტრო და ჩემით ვაკეთებ ყველაფერს. კიდევაც ვივლი, კიდევაც ჩავალ რუსეთში, სევასტოპოლშიც ჩავალ და ერთი იმ დაბრუნების შემდეგ, აქ ვინმემ პრობლემა შემიქმნას, მერე იგივეს მოვუწყობ ამ შინაგან საქმეთა მინისტრს, რაც ვანო მერაბიშვილს მოუწყეს", - განაცხადა ყიფიანმა.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ პეტიციას "არ შევუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში", ყიფიანის თქმით, პეტიციას ხელს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და წევრები მოაწერენ.

მისივე ინფორმაციით, 30 ათასამდე ადამიანს, კახეთში მისი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ე.წ. გეორგიევსკის ბაფთები უკეთიათ.

"ვინ მოაწერს ხელს მაგ პეტიციას, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია, შოთა მალაშხია, ციხიდან ვანო მერაბიშვილი თუ ირაკლი ჩხვირკიას დედა?! არც შიზოფრენიკი ვარ და არც გიჟი. მარტო 200 ადამიანმა თუ მოაწერა ხელი ამხელა მილიარდიან Facebook-ში, 30 ათასი კაცი მარტო კახეთში გეორგიევსკის ბაფთით დადის უკვე. მიფურთხებია იმ მთავრობისთვის, რომელსაც ვგულშემატკივრობდი და ვგულშემატკივრობ დღემდე, რომელიც უფლებას აძლევს საქართველოში იარსებონ ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიც "თავისუფალი ზონაა" და მერე ისე გათავხედდნენ, რომ მოუწოდონ ხელისუფლებას რაღაცისკენ. ვიმეორებ, "თავისუფალი ზონის" წევრებმა როდის მოაკვლიეს თბილისს მე არ ვიცი. ეს არ არის სნობური განცხადება, თუმცა ზოგადად ადამიანის პროვინციალიზმი, არის მენტალური პრობლემა. ესენი არიან მენტალურად პროვინციელები. დაბადების ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ფაშიზმზე გამარჯვება არ უნდა აღვნიშნოთ და ვიღაცას რაღაცისკენ მოუწოდებს და მეუბნება, რომ გეორგიევსკის ბაფთა არ უნდა გავიკეთო, მისთვისაც მიმიფურთხებია. გეორგიევსკის ბაფთასაც გავიკეთებ, როგორც მეკეთა, ქუჩაშიც ვივლი, როგორც დავდიოდი, კარგადაც აღვნიშნავ, კარგადაც მოვილხენ. თბილისის ინტელიგენციაში, არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ თარიღს უარყოფს და ამბობს, რომ არ უნდა აღვნიშნოთ. ეს ერთი დღე გვაცადონ, რომ ნორმალურად შევირგოთ, თორემ დავამტვრევთ იმ კბილებს ბოლოს და ცხოვრებაში, რომ არ გვქონია ადმინისტრაციული ჯარიმა, მოგვიწევს 400 ლარის გადახდა. უბრალოდ მართლა არ ღირს არც ერთი ამათ, თორემ ბოლოს და ბოლოს მართლა არ გავატარებთ. ვიღაც უპატრონო გამოდის და ამბობს, რომ 9 მაისი არ უნდა აღვნიშნოთ. მიმიფურთხებია მათთვის, მიმიფურთხებია იმ თუნდაც, 20 ათასი ქართველისთვის, ვინც მაგაზე ხელს მოაწერეს. თავადი ირაკლი ყიფიანი ყოველთვის თავაწეული ივლის ამ ქალაქში. ვინმემ თავი შარში არ გაიხვიოს", - დასძინა ყიფიანმა.

ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა, სახელწოდებით "არ შევუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics