"გიორგი მამალაძე არაა ჩვეულებრივი ფიგურა, სასულიერო პირია. სასულიერო პირის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კი შეიძლება მიუღებელი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ, ზნეობრივ წესებს", - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე პროცესის დახურვის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებისას განაცხადა.