20:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე: დასკვნაში წარმოდგენილია ძალიან კონკრეტული შენიშვნები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნის შინაარსი სრულად მისაღებია.

კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაცია უმაღლეს დონეზე ჟონავს

 „გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს, ბუნებრივია, თავისი საფუძველი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის გასაჯაროების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძე: იმედია, ვინმე არ იეჭვებს, რომ კობახიძემ ვენეციის კომისიის დასკვნა მედიას მიაწოდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაზის განცხადებით, იმ ეტაპისთვის, როცა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მედია საშუალებაში მოხვდა, ის მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო.

ომბუდსმენის სასამართლო პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით, ადვოკატების მოსაზრებას იზიარებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ღია უნდა იყოს.

ლევან გამყრელიძე: საგამოძიებო სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყება

„დღეს მე გავიცანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა. მინდა მოგახსენოთ, რომ იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და სამსახური გაძლიერდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა ლევან გამყრელიძემ სამსახურის თანამშრომლების წინაშე მისი ოფიციალური წარდგენის შემდეგ განაცხადა.

ანდრეა ტომპსონი: მაღალი დონის ჩართულობა მკვეთრად მიანიშნებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომპსონმა სიტყვით მიმართა Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

 

კონგრესმენი ტედ პო: ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული

Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ამერიკულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი", გახსნითი სიტყვით კონგრესმენი ტედ პო (რ- ტეხასი) წარსდგა.

 

„აშშ-ში დაკავებულ სპორტსმენებს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა ედებათ ბრალად“

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი აშშ-ში ქართველი სპორტსმენების დაკავებას ადასტურებს.

ლევან მაყაშვილის მამა: ჩემს შვილს არასდროს ჰქონია კავშირი კრიმინალთან

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ლევან მაყაშვილის მამა ლერი მაყაშვილი აშშ-ის პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებთან შვილის კავშირს უარყოფს.

ხუხაშვილი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაზე: ხელისუფლებას ეს წინასაარჩევნოდ, ერთჯერადი მოხმარებისთვის სჭირდება

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს.

 

გიორგი კეპულაძე: კერძო მესაკუთრეებს ვეუბნებით უარს, რომ საკუთარი მიწის ძვირად გაყიდვა შეძლონ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით, „უფრო პოპულისტური თემაა, ვიდრე ეკონომიკური მიზნებით ნაკარნახევი".

 

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი: ავთანდილ ხურციძეს ვუკავშირდები, არ პასუხობს, შეიძლება პატარა გაუგებრობა იყოს

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტის დავით წიკლაურის განცხადებით, მოკრივე ავთანდილ ხურციძესთან, რომელიც ამერიკაში გუშინ გაემგზავრა დაკავშირება ვერ ხერხდება.

ქარჩავა დეკანოზის ადვოკატების მიერ მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე: სამართლებრივ ჭრილში სასაცილო სიტუაციაა

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს  საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.

დავითაშვილი: პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს

 „პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს და ის საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დავითაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში ცვლილებები იმ უცხოელებს არ შეეხება, ვინც სახნავ-სათეს მიწებს უკვე ფლობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ცვლილება, იმ უცხოელებს არ შეეხებათ, ვინც საქართველოში უკვე ფლობენ მიწას.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics