|
2017-06-19 11:13:59, 1993 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: შეთავაზებაზე უარი ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის პოზიციები სუსტია, ჩვენი კი მყარი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე ღია ეთერში კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობას არ დათანხმდა. "ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ ერთად დავმსხდარიყავით ღია ეთერში და საზოგადოების წინაშე ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. კიდევ ერთხელ უნდა გამოვთქვათ ჩვენი მწუხარება, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის პოზიციები ძალიან სუსტია და ჩვენი პოზიციები მყარია.პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია ძალიან არასწორი გზა. კომისიასთან დაპირისპირების გზა, პარლამენტთან დაპირისპირების გზა, მას შემდეგ, რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან, სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე.კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა",-აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების სატელევიზიო განხილვა შესთავაზე. კობახიძის შეთავაზებას მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და აღნიშნული პროცესის პრეზიდენტის სასახლეში გამართვის ინიციატივით გამოდის.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)