მარგველაშვილი პუტინის ვიზიტზე: ეს არის ფუჭი მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია
„დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს არის ფუჭი და უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ლეგიტიმაცია ისტორიული უსამართლობის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო.