12:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 10:35:10, 2199 ნახვა

კომენტარი
ზვიად გუბელაძე: დაცვის მხარე და ბრალდებული არაერთ ტყუილს კადრულობენ

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მამა გიორგი მამალაძეს დამნაშავედ სცნობს როგორც ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვაში.

მისივე თქმით, ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში მამა გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი „მტკნარი სიცრუე“ მოისმინეს.

„ამტკიცებდა, თითქოს თეთრუაშვილთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და მის მკვლელობას არ განიძრახავდა. თითქოს, დაკითხვისას მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა გამომძიებლების მხრიდან.  დაკითხვას ესწრებოდა სამი ადვოკატი და დაკითხვის ოქმზე შენიშვნა, რომ ზეწოლა იყო, არც ერთს დაუფიქსირებია. ასევე არსებობს დაკითხვის ამსახველი სრული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, სადაც არანაირი ზეწოლა არ ფიქსირდება. დაცვის მხარე და ბრალდებული ცდილობენ თავი ყოველთვის წარმოაჩინონ მსხვერპლის როლში და ამიტომ ისინი არაერთ ტყუილს კადრულობენ“, - აღნიშნა გუბელაძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდაა გასული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს. ის მხარეებს აღნიშნულის თაობაზე თანაშემწის მეშვეობით შეატყობინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics