საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადასცა ორი ობიექტი – ლესელიძის #41 მდებარე შენობა-ნაგებობა, II სართულზე და მანსარდში არსებული 423.34 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, – ამის შესახებ „ლიბერალის“ მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.