ბათუმის საბავშვო ბაღების 6 705 აღსაზრდელს სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდება
ბათუმის N7 საბავშვო ბაღში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ბაგრატ მანვლეიძემ სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.