„დელტას“ მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.