13:51 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 18:13:52, 497 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ფონდის ტერიტორიებზე ავტორიზაციის გარეშე საქმიანობები არ განახორციელონ

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ფონდის ტერიტორიებზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე საქმიანობები არ განახორციელონ.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიებზე ხშირია ისეთი დროებითი ნაგებობების განთავსების შემთხვევები, როგორიცაა - ფუტკრის სკა, ხის დროებითი კონსტრუქცია და ა.შ. ამასთან, განცხადებაშია ნათქვამია, რომ მოსახლეობის მიერ ტყის ფონდის ტერიტორიების გამოყენება ხშირად ხდება ისეთი მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების გაშენებისთვის, როგორიცაა ვაზი, სიმინდი, ლობიო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც არ აყენებენ და ვერც შეიძლება აყენებდნენ ზიანს გარემოს. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მიწის დამუშავება - ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერებასა და პროდუქტიულობის გაზრდას, ხოლო ფუტკარი უზრუნველყოფს ხე-მცენარეების დამტვერვას. 

„ამდენად, გარემოს დაცვის სამინსიტროს შესაბამისმა სამსახურებმა იმსჯელეს ამ საკითხის შესახებ და დაადგინეს, რომ არსებობს მოძველებული ნორმები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს და თავისი შინაარსით უტოპიურია ზემოაღნიშნულ საქმიანობებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა “გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის” შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული საქმიანობებისთვის გარემოსათვის მიყენებული ზიანისათვის თანხის დაანგარიშება აღარ მოხდება, გარდა დაცული ტერიტორიებისა. 

თუმცა, რამდენადაც ეს საქმიანობები თავისი შინაარსით ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილ ფორმებს წარმოადგენენ, ამ საქმიანობების შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება, კვლავ ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებად და მოხდება ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის დათვლა აღარ მოხდება, მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იჯარის შესაძლებლობა და დადგენილ ჩარჩოებში ისარგებლონ ტყის ფონდით, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სოფლის მეორუნეობის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, მოხდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვა“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics