ვალერი შოშიაშვილსა და ბექა ბასილაიას შორის "კავკასიის" პირდაპირ ეთერში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილსა და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვალერი შოშიაშვილი აცხადებდა, რომ მას 700 ათას ლარად ღირებული უძრავი ქონება იძულებით შეაძენინეს. შოშიაშვილმა ბექა ბასილაიას ნაძირალა უწოდა და მომხდარში დაადანაშაულა.