|
2015-07-06 14:16:01, 719 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,, მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,, მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, „მომავლის ბანაკს“ პირველ ნაკადზე - ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „სპორტული ოლიმპიადის“ 12-18 წლის, 288 მონაწილე ესტუმრა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი, ნუგზარ კევლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კიკალიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწებოდნენ. მათ მოზარდებს წარმატება, ნაყოფიერი და საინტერესო დღეების გატარება უსურვეს. მისალმებისა და 12 გუნდის წარდგენის შემდეგ, ჩერლიდინგ გოგონებისა და ბანაკის ლიდერების მიერ სპეციალურად მომზადებული ცეკვა შესრულდა. „მომავლის ბანაკმა“ ოლიმპიურ ცეცხლს უმაპინძლა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ბანაკის ტერიტორიაზე. ღონისძიება სასკოლო ოლიმპიადის ჰიმნითა და ფოიერვერკით დასრულდა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N1114 2015 წლის 1 ივნისი ქ.თბილისი, მომავლის ბანაკის განხორციელების შესახებ) ახორციელებს. „მომავლის ბანაკის“ დანარჩენი 5 ნაკადის შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ წარადგინა 1246 კანდიდატურა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. 2.დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, უნდა უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანა ანაკლიიის „მომავლის ბანაკში“ 3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა შეარჩია და მოგვაწოდა 14-18 წლის, 50 მოზარდის სია“ , - აცხადებენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ასევე, „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე იზრუნებს „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლები. პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან. პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. „მომავლის ბანაკი“ 1728 მოზარდს მიიღებს.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)