ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 91 ეკომიგრანტს ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭრის ა/რ მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და 2015 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობის N996 განკარგულებით დამტკიცებული პროექტის „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.