12:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 17:21:35, 533 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირობებში, საქართველოში ირანიდან ვიზიტორების შემოსვლასა და საქართველოს ტურისტული პოტენციალზე ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე, რომლის უწყების ინიციატივითაც ირანელი სტუმრები საქართველოში იმყოფებიან და ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

2016 წლის 15 თებერვლიდან ირანის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი უვიზოდ შეუძლიათ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული გარემოება პოზიტიურად იმოქმედებს საქართველო-ირანის თანამშრომლობის განვითარებაზე ტურიზმის მიმართულებით.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება გამოყენებული იყოს საქართველოს სასარგებლოდ. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ირანის ტურისტულ სააგენტოებთან და ირანულ მედიასთან. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ტურისტული და მედიატური მიმდინარეობს, რომლის დროსაც სტუმრებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და გაეცნონ იმ სერვისებს, რომლის შეთავაზებაც ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას შეუძლია ირანელი ვიზიტორებისათვის. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ირანელი ვიზიტორების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ირანული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელებისათვის პრესტური მოეწყო.  6 დღის განმავლობაში ირანული ჟურნალ-გაზეთების 16 წარმომადგენელი  თბილისს, გუდაურს, უფლისციხეს, ბორჯომს, რაბათის ციხე კომპლექსს და ნაფარეულს მოინახულებენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე დარჩნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics