უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ნატოს კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლება - „უკრაინა 2015“ ჩატარდა.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.
საქართველოში პირველი საერთაშორისო ჰაკათონი დაიწყო, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, გრაფიკულ დიზაინერები, მარკეტერები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისი „ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას“ მასპინძლობს.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის კატარღა „TCSG-95“ შემოვიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი ქალაქ ჰააგაში გამართულ, ევროპოლის წევრი ქვეყნების პოლიციის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს გაიხსნება.
საგნის გამოცდისთვის პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 სექტემბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More