|
2016-03-09 16:29:06, 637 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ „ჰერცეპტინით“ მკურნალობა უკვე 28 მოქალაქეს დაუფინანსა
თბილისის მერიამ ერთი თვეა ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამის განხორციელება დაიწყო და პრეპარატ „ჰერცეპტინის“ დაფინანსების თხოვნით, ამ პერიოდში შემოსული 35 განაცხადიდან 28 დააკმაყოფილა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს,თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების ახალი პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია და მისი მიზანია (HER2 დადებითი) ძუძუს კიბოს ადრეულ (I-III) სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. მათივე ინფორმაციით, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტს სრულად უფინანსებს, ხოლო ყველა სხვა პირს - 80%-ით. პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის ერთწლიანი კურსი (13 ფლაკონი ჰერცეპტინი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში 35 100 ლარით ფინანსდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - 28 080 ლარით. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. „ჰერცეპტინი“ (საერთაშორისო დასახელება - ტრასტუზუმაბი) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ესენციური (აუცილებელი) მედიკამენტების ნუსხაში 2013 წელს შეიტანა. აშშ-ს და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციები, HER2 დადებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში, 2006 წლიდან რეკომენდაციას აძლევენ „ჰერცეპტინით“ მკურნალობას, რომელიც 40-45%-ით ამცირებს რეციდივის რისკს, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც განაპირობებს.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)