თბილისის მერია: დადიანის გამზირის მონაკვეთის შეკეთების სამუშაოების შესყიდვა ლეგიტიმურად განხორციელდა
თბილისის მერია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცოტნე დადიანის გამზირის („მალაკნების“ ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე) მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით და იმ მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, რასაც ტენდერის გამოცხადებისას აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა.