2016-03-17 14:01:14, 513 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკს ახალი ფრინველები და ცხოველები შეემატება
თბილისის ზოოპარკი რიგის ზოოპარკის საჩუქარს მიმდინარე კვირას მიიღებს.
როგორც თბილისის ზოოპარკის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რიგიდან 19 მარტს ავიარეისით დიდი თითიყუშის სახეობას, ორ არარას ჩამოაფრენენ. 21 მარტს კი, ცხოველებს - 3 ალპაკას, ერთ აქლემს და 1 აზავერს ჩამოიყვანენ.
ცნობისთვის, რიგამ ცხოველების ტრანსპორტირებისათვის 15 000 ევრო გამოყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან