სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდნენ, სადაც აღდგენილი საირიგაციო არხი დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.