საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამოას ნაკრები დაამარცხა.
საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, 9 000-ზე მეტი ხე - მცენარე დაირგო.
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და კათედრალის მეგობართა ფონდის ორგანიზებით, 17 ნოემბერს, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას მონაწილეობით.
რადიო თბილისისა და რადიო ჰერეთის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე მზად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.
ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილს გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს გლობალურ საკითხებში, ჯიმი კოლკერს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
სინოპტოკოსები 20-23 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს ვარაუდობენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ქალაქ ახალციხეში ახალგაზრდული პროგრამები განაახლა.
„თეგეტა მოტორსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More