|
2016-12-26 09:38:32, 1027 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
2017 წლის დადგომამდე ერთ კვირით ადრე, 25 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათზე, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ახალი წლის მოახლოება დღეს ერას მოედანიდან მიულოცა და ქალაქის მთავარი საახალწლო სიმბოლო ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან, შვილებთან, ბათუმელ პატარებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად აანთო. საახალწლო განწყობა ფოიევერკებმა კიდევ უფრო დაამშვენეს. ნაძვის ხის ანთების და საშობაო დღეების დაწყების აღსანიშნად ერას მოედანზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველო მომღერლები- ქეთი ფარესაშვილი, აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი. წელს ბათუმელებსა და მის სტუმრებს ევროპის მოედანზე კარგი სანახაობა და გასართობი პროგრამა ელით. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარდება უფასო კონცერტები, ბავშვებს უმასპინძლებს სპეციალურად მოწყობილი სანტას კუთხე. საახალწლო პროგრამის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ გვერდზე:
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)