00:51 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთის საელჩოში ავტოავარიაში უნგრეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

 

„გადადგეს ავტოგოლა მინისტრი“ - ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია „არა გაზპრომს“ გაიმართა

ენერგეტიკის სამინისტროსთან პლატფორმა „აფხაზთა კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. 

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან „La Encina“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა მოხდება.

 

საქართველო რაგბში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

მსოფლიო რაგბის წარმომადგენელი ინგლისელი სპეციალისტები 2-დღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.

 

TI: „კორუფციის აღქმის ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში 44-ე, რეგიონში კი პირველ ადგილზეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის. 

იმერეთის რეგიონში პრობაციონერები დასაქმდნენ
კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 88%-ს ინტერნეტზე ხელი მიუწვდება

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების 88%-ს ხელი მიუწვდება ინტერნეტზე და მხოლოდ 12%-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. 

 

FES: ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ენდობიან

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდებს შორის აშკარაა უმცირესობების ჯგუფებთან (სექსუალური უმცირესობები) სოციალური დისტანციის არსებობა. ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად სექსუალური უმცირესობების, ლგბტ თემის წარმომადგენლებს ენდობიან.

 

FES: ახალგაზრდების 80%-ს სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობის სჯერა

ფრიდრიხ ებერტის კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თავს რომელიმე რელიგიურ მიმართულებას აკუთვნებს.

 

კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 88%-ს მარიხუანა არასდროს მოუწევია

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების 88%-ს არასდროს მოუწევია მარიხუანა, ხოლო 8% იშვიათად ეწევა მას.

 

FES: საქართველოში ახალგაზრდებისთვის მედიაში ყველაზე პოპულარული ახალი ამბებია

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, მედიაში ყველაზე პოპულარული ახალი ამბებია, რამდენადაც ახალგაზრდების 30% აცხადებს, რომ ახალ ამბებს ტელევიზიის, კომპიუტერის, პლანშეტის, ან სმარტფონის საშუალებით ყოველდღიურად უყურებს. 

კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების თითქმის მეოთხედი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების თითქმის მეოთხედი (24%) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, ხოლო უმრავლესობა (69%) დასაოჯახებელია.

 

კვლევა: ახალგაზრდების 92% მიიჩნევს, რომ ნატოში ინტეგრაცია რუსეთთან კონფლიქტს გააღრმავებს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რესპოდენტების 68%-ი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

 

გამოკითხულთა მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნის ოპტიმალური ასაკი 25 წელია

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის ოჯახის შექმნის ოპტიმალური ასაკი ოცდახუთი წელია.

 

კვლევის თანახმად, ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად მშობლები იღებენ, სოფელში ცხოვრობს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების თითქმის ნახევარი (48%) გადაწყვეტილებებს მშობლებთან ერთად იღებს, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე აცხადებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში (44%).

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics