|
2017-02-23 14:29:59, 1269 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ განხორციელება დაიწყო
თბილისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება დაიწყო. ორი თვის განმავლობაში, თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება, რაც ასობით ელექტრონულ წიგნს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის. „ქალაქი - ბიბლიოთეკა" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ელექტრონული წიგნების სახლი „საბა", თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად ახორციელებს. ეს არის სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს, ქალაქში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდებიდან, მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით, უფასოდ ჩატვირთოს „საბას" ელექტრონული წიგნები თავის ელექტრონულ მოწყობილობაში. ამისათვის საჭიროა, მკითხველი აპლიკაცია Saba Reader-ის მომხმარებელი იყოს. სულ, თბილისის მასშტაბით, ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების განთავსება 300-მდე წერტილში იგეგმება. „ქალაქი - ბიბლიოთეკა" თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად" აქცევს. ელექტრონული ბიბლიოთეკების მონტაჟი უკვე დაწყებულია და აპრილისთვის დასრულდება. პროექტის განხორციელება ქართველი მწერლების სახელობის ქუჩებით დაიწყო. 50 მწერლის სახელობის ქუჩებზე, მათი ნაწარმოებების ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება. ეს იქნება ორიგინალური კონსტრუქციები, რომლებიც ქუჩის მანიშნებელთან ერთად, შეიცავს მწერლის ნაწარმოებების ჩამონათვალს და მათი ელექტრონული ვერსიების ჩამოსატვირთ QR კოდებს. გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკშიც განთავსდება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონულ წიგნებს თბილისის მეტროპოლიტენშიც იპოვით. ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი.
(NS)
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)