ევროკავშირის საბჭოს ანგარიშის თანახმად, 2014-2015 წლებში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მოთავსების მაჩვენებელი გაიზარდა. ანგარიში ევროკავშირის საბჭომ დღეს გამოაქვეყნა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს, მიზეზი კი "რუსთავი 2"-ის საქმეზე აღსრულების შეჩერებაა.
თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება დაავალა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორია გახსნა.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის დაკავებას ეხმაურება.
მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამას ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ქვეკონტრაქტორის გარეშე განახორციელებს, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "რუსტავი 2'-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა და ტელეკომპანიის ჟურნალისტს მიმართა.
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, წუხელ მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More