|
2017-04-11 17:47:44, 1439 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება
„ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს თბილისის მერიამ არაერთი ღონისძიება გაატარა, მათ შორის, 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საბავშვო ბაღების გახსნის შედეგად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა. მერის თქმით, ბაგა-ბაღების მშენებლობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და 2017 წელს, თბილისში კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება. „2016 წელს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 4 დახურული ბაღი აღადგინა, განხორციელდა 2 ბაღის აღდგენა-რეაბილიტაცია, 13 ბაგა-ბაღში კი, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც გაიხსნა 20 ახალი ჯგუფი და 700-ზე მეტმა აღსაზრდელმა შეძლო დარეგისტრირება. პარალელურად კეთილმოეწყო არაერთი ბაგა-ბაღის ეზო", - განაცხადა დავით ნარმანიამ. გარდა ამისა, ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს, 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც 14000-მა აღსაზრდელმა მიიღო მომსახურება. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გასული წლის იანვრიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი. „ალბათ გესმით, თუ რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, რამხელა შრომას უკავშირდება ჩატარებული სამუშაოები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის სფერო, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. (NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)