უფლისციხის ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა.
ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა.
22 მარტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებს უმასპინძლა.
საქართველოს პარლამენტის შენობაში შესაძლოა მოწევა აიკრძალოს.
ბათუმში, ჭავჭავაძის კუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეების შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიებას საფრანგეთის მთავრობა მასპინძლობს და ის პარიზში იმართება. საფრანგეთი „OGP“-ის თავმჯდომარე, ხოლო საქართველო თანათავმჯდომარე ქვეყანაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არა ჩადებას“ მიმდინაროებს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის და კომპანია „ვიორვაგ ფარმას“ ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც 1-ელ აპრილს, 14:00 საათზე, ჩატარდება, ექიმები ნეიროპათიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 3 აპრილამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge გაგრძლდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოს ტერიტორიები და ეს დაუსრულებლად არ უნდა გრძელდებოდეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFD) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
იტალიის ქალაქ პიზაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა.
ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More