|
2017-04-21 12:14:18, 1480 ნახვა
საზოგადოება
აგროსატყეო მიმართულებით თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება
საქართველო-თურქეთის ერთობლივი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის სწრაფად მზარდი სახეობების საქართველოში შესწავლის, მოვლისა და გაშენების საკითხებს მოიცავს, თურქეთის მხარემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზას ვერხვის (Populus spp) 20 სხვადასხვა სახეობის ახალი პერსპექტიული ფორმა და კლონი გადასცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი და 6 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ქართულ მხარეს 50-ზე მეტი ვერხვის კლონი გადაეცემა, რომლებსაც ქართველი სპეციალისტები დააკვირდებიან. საქართველოს კლიმატურ პირობებთან მორგებული ვარიანტების გავრცელება კი ფერმერულ მეურნეობებში მოხდება. ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ვერხვისა და ტყის სწრაფად მზარდი სახეობების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერჯან ველიოღლუ და ინსტიტუტის დოქტორი სელდა აკგული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტებს შეხვდნენ და პროექტის დეტალებზე იმსჯელეს. თურქმა მკვლევარებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების წილკნის და მრავალწლოვანი კულტურების ჯიღაურას ბაზები, ასევე სართიჭალის ეროვნული საშენი მეურნეობა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგროსატყეო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, სადაც ათზე მეტი სატყეო ინსტიტუტი ფუნქციონირებს.
(NS)
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)