9 მაისს, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, საქართველოში რუსული ბაიკერ-კლუბის, "ღამის მგლების" წევრები შესაძლოა აღარ ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ბაიკერ-კლუბის პრესმდივანმა ანა კომაროვამ განაცხადა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიი თავმჯდომარედ კახა ბექაური აირჩიეს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძესა და კომიტეტის წევრ დეპუტატებთან ერთად N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
დიდუბის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. 7 მისამართზე ქანობიანი სახურავის, სართულშუა ნაპრალების, შიდა წყალ-კანალიზაციის, შენობის გამაგრებისა და სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის შრომითი ანაზღაურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სოფელ გლდანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
კაფეებსა და რესტორნებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პირველ მაისამდე გადაიდო.
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ისევ დააკავეს.
გაერო-ს განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება.
დღეს, კიევში, ქართული კომპანია „რეგიონმედიამარკეტს“ და უკრაინულ კომპანია “Агентсво PR Batteries” შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
თიბისი ბანკის და ტელეკომპანია არტარეას მხარდაჭერით, არტარეას საგამოფენო სივრცეში ახალგაზრდა არტისტების, „თეზი გაბუნია გუნდის" ინტერაქციული პროექტის „დაასრულე ფერწერა" პრეზენტაცია გაიმართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More