|
2017-05-29 17:31:20, 1986 ნახვა
საზოგადოება
„აუსრულე სურვილი“ - შიდსით დაავადებულთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გაიმართა
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდასაჭერად ქართველ მხატვართა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქციას სახელწოდებით - „აუსრულე სურვილი“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. მან სახელმწიფო პროგრამასა და სტიგმის დაძლევისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღევანდელი ღონისძიება აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება. საქართველოში დაავადების პრევალენტობა დაბალია, სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფიცირებულთა მკურნალობას, თუმცა მნიშვნელოვანია, დაიძლიოს სტიგმა, რომელიც გარკვეულწილად არსებობს და ამ მიმართულებით საზოგადოების თითოეულ წევრს უდიდესი როლი აკისრია,“ - განაცხადა ნინო ბერძულმა. საქართველო აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. ამ დროისთვის, ქვეყანაში აივ /შიდსის ვირუსის სულ 6360 შემთხვევაა რეგისტრირებული, ინფიცირებულთა შორის 103 ბავშვია. გამოფენა-გაყიდვა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)