კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და შპს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორ პაატა შეყელაძესთან ერთად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ქერის მოსავლის აღებას დაესწრო.