ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ანტიკორუფციულ სამსახურთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.