07:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 10:29:20, 2649 ნახვა

სამართალი
მამა გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე  განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ავრცელებს.

„დიდი იმედი მაქვს ხვალ იზეიმებს სამართლიანობა და სამართალი და მამა გიორგი მამალაძე გამართლდება! დასრულდეს უნდა ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანების დევნა! ხვალ 12:00-ზე გვეცოდინება პასუხი: გვაქვს თუ არა სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში!“,-წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გიორგი ფანცულაია.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძეს ბრალად ედება ანგარების  მოტივით პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება  და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა.

 ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics