„ზურაბ ჟვანიას ცხედარს, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვებიდან გამომდინარე, ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა“, - ამის შესახებ პროკურორმა რევაზ ნადოიმ საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესის დასრულების შემდეგ, ექსპერტთა ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა.