არასამთავრობო ორგანიზაციები ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“, „იდენტობა“ და „ლიბერალური აკადემია - თბილისი“ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.