15:56 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 13:50:52, 396 ნახვა

სამართალი
ადვოკატებმა "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობასთან, ადვოკატებმა აქცია გამართეს და "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  კანონპროექტი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში უხეშად ჩარევის საშიშროებას ქმნის.

ამიტომ, ადვოკატთა კორპუსი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, დაიცვან ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობების დემოკრატიული ფასეულებები და  აღნიშნულ კანონპროექტს ხმა არ მისცენ. ხატიაშვილის განმარტებით, მართალია, ადვოკატების ძალისხმევით კანონპროექტის განხილვა ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მას პარლამენტი მიუბრუნდეს.

"მთავრობამ შეიტანა ფეოდალური კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატის ინსტიტუტის განადგურებას. კერძოდ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს  კანონით  უფლება ექნება, რომ დაურეკოს ადვოკატს ტელეფონზე და მოსთხოვოს ნებისმიერი გარიგების შეჩერება. თუ კლიენტს ეტყვის ადვოკატი, რომ იცი რა იმიტომ ვერ გიცავ შენ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მომთხოვა, ამაზე ადვოკატის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა- 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.ეს ცვლილებები შემოიტანეს პარლამენტში და მანანა  კობახიძემ დადო რეზოლუცია, რომ უნდა განხილულიყო 1 დღეში. წარმოგიდგენიათ? ჩვენ რომ ხმა არ ამოგვეღო, ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში დაკანონდებოდა ფეოდალიზმი, უბედურება და  როდესაც ეს ხელისუფლება ამბობს, რომ ინვესტიცია არ შემოდის. იმიტომ არ შემოდის ინვესტიცია, რომ რომელი ინვესტორიც ნახავს, რომ ნებისმიერი  გარიგების შეჩერების უფლება აქვს  თანამდებობის  პირს, საეჭვოდ თუ მიიჩნევს სასამართლოს გარეშე, აქ არავინ არ შემოვა.ადვოკატი  კლიენტს ვეღარ დაიცავს და კლიენტი რომ გვეტყვის- რატომ ვერ მიცავ? და უპასუხებ- იმიტომ ვერ გიცავ, რომ ფინანსური  მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა დამავალა და თუ ხმას ამოვიღებ დამიჭერენ. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ჩვენი  პროფესიული საიდუმლოების დაცვას ეწინააღმდეგება, ჩვენ  თავისუფლებას ეწინააღმდეგება და გაერო-ს კონვენციას არღვევს, რომლის თანახმადაც, სახელმიწფო ვალდებულია ხელი  შეუწყოს ადვოკატს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და სახელმწიფომ დაიწყო ადვოკატის  უკანონოდ შეზღუდვა და ამას ადვოკატთა კორპუსი არ დაუჭერს მხარს. ვერც სააკაშვილის ხელისუფლებამ, ვერც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ  ადვოკატთა ასოციაცია თავის დამრტყმელ ძალად ვერ აქცია. დღეს უნდათ, რომ ადვოკატი გახადონ მორჩილი სუბიექტი, რომ არჩევნების წინ ადვოკატი დასუსტდეს. ანუ, პოლიტიკური პროცესები რომ მიდის, ადვოკატს არ ჰქონდეს შანსი, რომ გაამართლოს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი. ნახეთ, რომ ადვოკატები ვიფიცებოდით და ვიღაც ახალგაზრდა მოგვიგზავნეს პროვოკატორი, რომელმაც დაიწყო შეურაცხყოფების მიყენება ადვოკატებზე",-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატ გოგა ონიანის თქმით, მსგავსი კანონი ევროპის ქვეყნებში  არსებობს, თუმცა იქ მას ტერორიზმის განვითარების  საწინააღმდეგოდ იყენებენ. გარდა  ამისა, ონიანის განმარტებით, ევროპაში ყველგან კანონში მოცემულია კონკრეტული პუნქტები და სამართალდამცველ ორგანოებს  ადვოკატებისგან კონკრეტულ სისხლის სამართლის   საქმეზე ჩამოცილების მოთხოვნის უფლება,  ამ პუნქტების დაკმაყოფილების შემდეგ აქვთ.

"სამწუხაროა, რომ კანონონპროექტი ისეა შედგენილი,  რომ  თვითონ სამართალდამცავ ორგანოებს არ ეკისრებათ ვალდებულება, რაღაც სახის დოკუმენტი წარმოადგინონ, რომ კონკრეტული გარიგება არის უკანონო.მათი სიტყვიერი  მოთხოვნის შესაბამისად, ადვოკატი ხდება ვალდებული, ჩამოცილდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს.საქართველოში ისედაც, როდესაც ასეთი სახის ზეწოლაა ადვოკატებზე, ეს გამოყენებული  იქნება პოლიტიკური კუთხით და არ იქნება გამოყენებული იმისათვის, როგორც იყენებენ ამას ევროპაში. ევროპაში ამას იყენებენ იმისათვის, რომ  ქვეყანაში ვერ შემოვიდეს ტერორისტული თანხები, ტერორიზმი  არ განვითარდეს და ა. შ. ევროპაში ყველაგან არის კონკრეტული პუნქტები, თუ რა პუნქტები უნდა დააკმაყოფილოს სამართალდამცავმა  ორგანოებმა და რის შემდეგ აქვთ მოთხოვნის უფლება. აქ ასეთი პუნქტები არ არსებობს. პირდაპირ, თუ გადაწყვეტენ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ და შეუძლიათ გვაიძულონ, ჩამოვშორდეთ საქმეს, რადგან ჩვენ უფლება არ გვექნება, არ შევასრულოთ მათი მოთხოვნები",-აღნიშნა ადვოკატმა გოგა ონიანმა.

დღესვე ადვოკატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის  განცხადება შეიტანეს, რათა ადვოკატის დევნის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ადვოკატები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზად არიან შიმშილობა დაიწყონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics