14:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საია მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მოლდოვას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ესტუმრა
ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავეს
შსს-მ ორგანიზებული თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავა
ბესიკ ხარძიანის შვილი მიიჩნევს, რომ მამამისის მკვლელობის დაკვეთა მის მეორე მეუღლეს უკავშირდება

„მე პირადად  მიმაჩნია, რომ მამაჩემის გარდაცვალების დაკვეთა  ეკა ნონიკაშვილმა,   მისმა მეორე მეუღლემ შეუკვეთა“,-ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილმა პირველი ქორწინებიდან მიხეილ ხარძიანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

სიერა–ლეონეს გემის კაპიტანი ფოთის ნავსადგურის ფეკალური წყლებით დაბინძურებისთვის დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,  სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი  65 000 ლარით ფოთის ნავსადგურის სამეურნეო ფეკალური წყლებით დააბინძურებისთვის დააჯარიმეს.

 

შსს-მ ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ლევან წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, პეკინის ქუჩაზე დააკავეს.

 

შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა კომისიის წევრებმა შიდა ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართეს

შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრები - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე და შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

 

ნოდარ ხადური: ზურაბ ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია
მთავარ პროკურატურაში გულუას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ ხელმძღვანელს კითხავენ

მთავარ პროკურატურაში გულუას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ ქაჯაიას, კითხავენ.

 

ადვოკატებმა "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობასთან, ადვოკატებმა აქცია გამართეს და "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.

 

შპს "შემოქმედმშენის" და შპს "ჯორჯიან კომპანის" დირექტორები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების  ფაქტზე შპს ,,შემოქმედმშენის“ დირექტორი გია შილაკაძე და შპს ,,ჯორჯიან კომპანის“ დირექტორი ვალერიანი კაკურია დააკავა.

 

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, წინა ხელისუფლებას კანონიერ ქურდებთან კავშირი ჰქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წინა ხელისუფლება დღევანდელ შსს-ს კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

 

ნინო მიქიაშვილი საყდრისთან დაკავშირებით ნინო გვენეტაძეს მიმართავს

ჟურნალისტი, საყდრისის მცველი ნინო მიქიაშვილი საყდრისთან დაკავშირებით   უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მიმართავს და  მოუწოდებს, რომ მოსამართლე ნინო ბუაჩიძის კომპეტენციით დაინტერესდეს.

 

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვები პუნქტების „ვალეს“ და „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics