19:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 13:04:21, 603 ნახვა

სამართალი
უგულავა: ერთი კვირის წინ ტელევიზორის შეძენის უფლება მომცეს, რაც იყო ინდიკატორი, რომ არავინ აპირებდა ჩემს გამოშვებას

„ერთი კვირის წინ, მომცეს უფლება ტელევიზორი შემეძინა. ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ არავინ აპირებდა ჩემს გამოშვებას, - ამის შესახბე თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალქო სასამართლოში ტელეიმედის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

უგულავას თქმით, მისი პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

მისივე თქმით, შესაძლოა მან საკონსტიტუციო სასამართლო გადაყწვეტილების სიკეთით ვერ ისარგებლოს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მას არ აღელვებს.

დედაქალაქის ყოფილი მერის განცხადებით, მთავარია, რომ მათ ბრძოლას აზრი ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება.

„სიმშვიდისკენ მინდა ყველას მოგიწოდოთ. ყველას ხშირად ნერვები გვეშლება, მაგრამ ერთადერთი იარაღი, ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩამოშორების არის სიმშვიდე. ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი. საკონოსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ძალიან სასაცილო ისტორია მოხდა. ერთი კვირით ადრე ცნობილი გახდა, რა განზრახვა აქვს ივანიშვილს, ერთი კვირის წინ მომცეს უფლება ტელევიზორი შემეძინა. ეს იყო იმის ინდიკატორი, რომ არავინ არ აპირებდა ჩემს გამოშვებას. დანამდვილებით ვიცი, რომ ის გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა შოთაძესთან საუბრისას. ჩემი პატიმრობა წინასწარ განზრახულია, რომელიც ალბათ დარჩება პატიმრობად, თუმცა ზოგიერთი მოსამართლის გამბედაობა მაძლევს საფუძველს, იმედს და მოტივაციას, რომ არც მე ვიყოყმანო და არ დავიხიო უკან. გუშინდელი გადაწყვეტილებით შეიძლება მე ვერ ვისარგებლო, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ჩემი პატიმრობა არის ჩემი გადაწყვეტილება იმ გაგებით, რომ არ გავიქეცი და ზუსტად ვიცოდი რომ ივანიშვილი დამაპატიმრებდა. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ამ გადაწყვეტილების სიკეთით ვერ ვისარგებლო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ მაღელვებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვიცი, რომ მოსამართლეებო ვეღარ გააგრძელებთ 9 თვიან წინასწარ პატიმრობას, რადგან გუშინდელ გადაწყვეტილებას ვერ გაექცევით. ჩვენს ბრძოლას აზრი აქვს და ჰქონდა, ექნება კიდეც, სანამ ცოცხლები ვართ, უნდა ვიბრძოლოთ. სრულიად უსუსურია სირაქლემას პოზიცია, რასა ვაკვირდები გუშინდლიდან აღმსარულებელი ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის ტელეიმედის საქმეზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics