18:24 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ნინო გვენეტაძე: უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების საკითხზე აქტიური მუშაობა დაიწყო

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი 2012 წლამდე მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გადასინჯვის თაობაზე  ახალ საპროცესო ჩარჩოს ამუშავებს. 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე პანამის დროშით მცურავი გემი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა) პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „TRANSFAIR“-ი დააკავეს.

 

საზღვრის უკანონო კვეთის და მიგრანტის გადაყვანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ხოლო ასევე თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ქენან დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზაზა ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დააკავეს.

 

იუსტიციის მინისტრმა ადამიანთა წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

 

მართლმსაჯულების რეფორმირებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მოსამართლეები ეწინააღმდეგებიან
მართლმსაჯულების სახლში მართლმსაჯულების მესამე ეტაპის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს
შსს-მ 66 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული იოანე ა. ფსიქოაქტიური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-მ გურჯაანში ბავშვების ცემის გამო ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი დავით თ. ოჯახში ძალადობის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

 

ოზურგეთში დაკავებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წევრები გაათავისუფლეს
ოზურგეთში "ნაციონალური მოძრაობისა" და თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს
რუსთავში თანაკლასელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს
რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-ს წარმომადგენლებმა ახალციხის საჯარო სკოლებში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩაატარეს
რუსთავში 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ყელი გამოჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics