|
2015-10-02 12:44:57, 682 ნახვა
სამართალი
სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის შეძენის მსურველებს 1 ნოემბრიდან გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ჩააბარებენ. " საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იარაღს 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირებენ. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენისას გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს. იარაღის შეძენის მსურველებს გამოცდაზე გასვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში შეეძლებათ. გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინონ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი",-განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გამოცდის ჩაბარება მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში 1 ნოემბრიდან დაიწყება. დაინტერესებულ პირებს საგამოცდო ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - sagency.ge-ზე შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)