დიმიტრი ქუმსიშვილი: პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა
პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი.