04:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 10:39:25, 1156 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენი პროდუქციის 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე შევა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 თვეში მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2017 წლიდან, ჩინეთში საქართველოდან ნულოვანი ტარიფებით შესაძლებელია ღვინისა და სხვა აგრარულ პროდუქციის შეტანა.

“მივაღწიეთ უპრეცედენტო შედეგს ჩინეთიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამ მოლაპარაკების შედეგად, ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე. ჩვენი ღვინო, მინერალური წყლები და აგრო პროდუქტები ნულოვანი ტარიფით და ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე შევა ჩინეთში. ეს არის უპრეცენდენტო შეთანხმება, რომელიც მოკლე დროშია მიღწეულია.  ჩინეთს მანამდე აგრო პროდუქტებზე ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე არავისთან გაუნულებია საბაჟო ტარიფები, ჩვენ კი ეს შეღავათი ხელშეკრულების გაფორმებიდანვე გვექნება" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მიღწეულ შეთანხმებას მოეწერება ხელი, შემდეგ კი მისი რატიფიცირება მოხდება ორივე ქვეყნების პარლამენტის მიერ.

"ჩინეთში 2 მილიონ ექვსასი ათასი ბოთლი ღვინო გავყიდეთ გასულ წელს, წელს 5 მილიონამდე გვაქვს გათვლა. ეს შეთანხმება დიდი წარმატება იქნება და კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ ღვინოს”,  - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბათუმში საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია გაიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics