„რისკის შეფასება - წარმოების მაღალი ხარისხის გარანტი“ - ევროპელი ექსპერტის მისია საქართველოში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ევროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მიერ ევროსაბჭოს ტექნიკური მხარდაჭერის და ინფორმაციის გაცვლის ორგანიზაციის (TAIEX) ინსტრუმენტის ფარგლებში ორგანიზებული საექსპერტო მისიის წარმომადგენელმა, ექსპერტმა, სტილიანოს კოულოურისმა სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საკითხებზე შეხვედრები გამართა.