2017-04-20 17:01:52, 2427 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3943 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3963 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 ევრო ხვალ 2.5751 ლარი ეღირება, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.5708 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან