ქუმსიშვილი: ბიუჯეტი, ისევე როგორც მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები, ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ეკონომიკური ზრდისთვის მეგობრული საგადასახადო სისტემის შექმნას, საბიუჯეტო პროგრამების უფრო მეტ ეფექტიანობას, ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ითვალისწინებს.